კამპანია COVID-19-ისგან პრევენციისთვის!

24.04.2020წ.

კამპანია COVID-19-ისგან პრევენციისთვის!

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას COVID-19-ის გავრცელების შეჩერების მიზნით.
აღნიშნულ კამპანიაში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი – ფონდი “აფხაზინტერკონტი” აქტიურადაა ჩართული .
24 აპრილს, ფონდი ” აფხაზინტერკონტის” წარმომადგენელმა, ბესო მურუსიძემ ონის მუნიციპალიტეტში ჩამოიტანა სასურსათო ჩანთები , რომლებიც მაღაზიებს საჩუქრად გადაეცემა.
კამპანიის სამოქმედო არეალში, ქვეყნის მასშტაბით, 647 ლოკაციაა შერჩეული, სადაც 22.500 ცალი სურსათის ბრენდირებული ჩანთა დარიგდება, რომელზეც ახალი კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის – 112, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის შესახებ ინფორმაციაა განთავსებული. მოსახლეობისთვის ჩანთების გადაცემა მოხდება უსასყიდლოდ, სოფლებში მოქმედი სასურსათო მაღაზიების მეშვეობით , სურსათის შეძენის დროს, ასევე გავრცელდა პრესრელიზები საინფორმაციო კამპანიის დანიშნულების შესახებ.
პროექტი ,,სამოაქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ(EU) და თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფინდი (KAS).

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა