კამპანია “გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე”

25.08.2020წ.

განცხადება!
27 აგვისტოს, 12.00 საათიდან , შპს “სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური” (სისხლის ბანკი) ონის მუნიციპალიტეტის მასშტაბით აწარმოებს კამპანიას – ” გაუზიარე სიცოცხლე, გაიღე სისხლი”
დონორული სისხლისგან წარმოებს სისხლის კომპონენტის დამზადება და როგორც ბავშვთა, ისე მრავალპროფილური კლინიკების მომარაგება. სისხლის და სისხლის კომპონენტების გადასხმა ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას იძლევა.
სისხლის კომპონენტების გადასხმა საჭირო ხდება ავტოკატასტროფების, დამწვრობების, გულზე ოპერაციების, გართულებული მშობიარობის, სიმსივნეების, ლეიკემიის და სხვათა დროს. განსაცდელში ჩავარდნილ ნებისმიერ ადამიანს თანაბარი სიმწვავით ესაჭიროება ვირუსუსაფრთხო სისხლი და შესაძლოა მათი განკურნების ან ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთადერთი გზა სისხლის გადასხმა გახდეს.
ვირუსუსაფრთხო სისხლის გარანტი კი თქვენ ხართ – უანგარო დონორი.
შპს ” სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის” ექიმები გვეწვევიან ადგილზე.
შეგახსენებთ, რომ შპს „ სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური“ ( სისხლის ბანკი) ქ. თბილისის მერიის 100%- იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული, ავტონომიური სისხლის ბანკია და საქართველოში არსებულ სისხლის ბანკებს შორის ლიდერი პოზიცია უჭირავს.
გთხოვთ ჩაერთოთ აქციაში.
ონის მუნიციპალიტეტის მერია
პასუხისმგებელი პირი: თამარ ლობჯანიძე.
T 591 01 03 61

Related posts

გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი “კავკასია 2026” გაიმართა

მიმდინარე წლის 3 ივლისს გაიმართა, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალავერდ ხვედელიანი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვნელი მარინე რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ —გომის და ჯინჭვისის მოსახლეობას შეხვდნენ.