ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

30.07.2019

მიმდინარე წლის 30 ივლისს ონის მუნიციპალიტეტის მერმა – ემზარ საბანაძემ პირველ მოადგილესთან – დიმიტრი საყვარელიძესთან და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა:
ქ.ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოების მიმდინარეობა,შემსრულებელი: შპს “იერი”.
ონი-ირის მიმართულებით გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები- დასრულებულდა გზის 3 კმ-იანი მონაკვეთის ასფალტირება,სამუშაოებს ასრულებს კონტრაქტორი კომპანია „ნიუ-როუდი“ და ქვეკონტრაქტორი კომპანია „ამბროლაური ავტოგზა 10“.
სოფელ ჭალაში დასრულდა მინერალური წყლის კეთილმოწყობის სამუშაოები,შემსრულებელი: შ.პ.ს “ჯე-ტა”.       
სოფელ ჭალაში მდინარეჭალურაზე დასრულდა მცირე გადასასვლელი ორი ერთეული ხიდის მოწყობის სამუშაოები,შემსრულებელი: შპს “რაჭა2005”.
ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.

Related posts

ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს

ირმა ჩიხრაძემ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა

ქალაქ ონის შესასვლელთან დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დასრულდა