ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

26.07.2019

მიმდინარე წლის 26 ივლისს ონის მუნიციპალიტეტის მერიის სამშენებლო სამუშაოების ინსპექტირებისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფმა დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა:სოფელ უწერაში არსებული წყალსადენის სათავე ნაგებობის, სევა-ფარახეთის დამაკავშირეველი გზის რეაბილიტაციის ხოლო სოფელ ქვედში საყრდენი კედლისა და ჩამომავალ ღელეზე რკინა-ბეტონის არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სოფელ ფარახეთში და შარდომეთში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ქ.ონში მოედნის ქუჩაზე მდებარე სკვერში სპორტული ტრენაჟორების მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

Related posts

ონი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ონში ავერსის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის პროფესიონალი ექიმები უფასო კონსულტაციაზე მიიღებენ პაციენტებს.

ქალაქ ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს