ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე მიმდინარე ახალი ხიდისა და მისასვლელი გზების სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

28.05.2026წ.

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, რეგიონული განვითარების მინისტრ კახაბერ გულედანთან, საქართველოს პარლამენტის წევრ გოჩა ენუქიძესთან და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე მიმდინარე ახალი ხიდისა და მისასვლელი გზების სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
პროექტი ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზისა და საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზის უსაფრთხო და კომფორტული მიერთების მიზნით ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში შენდება ახალი ორმალიანი, 76.2-მეტრიანი ხიდი, რომელიც საჩხერე-რაჭის ახალ, 51 კმ-იან გზას ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის გზასთან დააკავშირებს.
ახალი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საჩხერე-ონის მიმართულებით გადაადგილებას და კიდევ უფრო გაამარტივებს კავშირს ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მიმართულებით.
ხიდის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, პროექტის ღირებულება 1.3 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება.
მინისტრთან ერთად ონში იმყოფებოდნენ მისი მოადგილეები – ვახუშტი ბაგრატიონი და ილია ბეგიაშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე და მისი მოადგილეები

Related posts

#ონელობა2026

ონის მუნიციპალიტეტში საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 10 ვაკანსია ცხადდება

ონის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“ მე-9 მუხლის შესაბამისად, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ფინანსური დახმარება გაიცემა მარჩენალდაკარგულ, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე