117
23 დეკემბერს, გამთენიისას, ინტენსიური თოვა დაიწყო ზემო რაჭის სოფლებში. დიდთოვლობამ დააზიანა ელექტრო გადამცემი ხაზები და გარკვეული პრობლემები შექმნა ტრანსპორტის გადაადგილების კუთხითაც. გზის გაწმენდითი და ელექტრო ენერგიის აღმდგენი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და ეტაპობრივად მოგვარდება.
დიდთოვლობისგან დაზარალებული სოფლები: ღები, შოვი და გლოლა დღესვე მოინახულა ონის მერმა-ემზარ საბანაძემ. ის გაესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას,გაეცნო შექმნილ პრობლემებს და სოფლების მოსახლეობას მათ მოგვარებას დაჰპირდა.