თურქეთის ელჩი ონში

24.01.2021წ.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მაქარაშვილმა ონის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით ჩიკვაიძესთან ერთად ქ. ონში შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, ქ-ნ ფატმა ჯერენ იაზგანთან.
მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები, რეგიონში ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობები და ონის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის შესახებ თურქეთში ფართოდ რეკლამირების საკითხი.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ უახლოეს პერიოდში დაიგეგმება ონის მუნიციპალიტეტის მერის შეხვედრა თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TICA) თბილისის წარმომადგებლობის ხელმძღვანელთან, სადაც განხილულ იქნება ქალთა და ახალგაზრდობის დასაქმების და სოფლის განვითარების საკითხები.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა