თორნიკე სამხარაძე ტურნირის გამარჯვებულია

24.12.2023წ.

19-21 დეკემბერს თბილისში, ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში გაიმართა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელების – ამირან მაისურაძისა და შოთა კიკაბიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 2004-2005-2006-2007 წლებში დაბადებულთა შორის.
85 კგ კატეგორიაში, ტურნირის ჩემპიონი ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის აღზრდილი თორნიკე სამხარაძე გახდა .
ონის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს თორნიკე სამხარაძეს, მის ოჯახს, მწვრთნელებს დამსახურებულ გამარჯვებას . წარმატებებს უსურვებს მომავალ ასპარეზობებში.

Related posts

ონი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ონში ავერსის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის პროფესიონალი ექიმები უფასო კონსულტაციაზე მიიღებენ პაციენტებს.

ქალაქ ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს