თბილისის საკრებულოში ევროსაბჭოს კონგრესის პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

29.11.2023წ.

თბილისის საკრებულოში ევროსაბჭოს კონგრესის პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
შემაჯამებელმა ღონისძიებამ ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების კუთხით მიღწეული შედეგები წარმოაჩინა, განამტკიცა ყველა დაინტერესებული მხარის მზაობა ხელი შეუწყონ უფრო თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების განვითარებას საქართველოში.
პროექტში ჩართული იყო 18 საპილიტე მუნიციპალიტეტი, მათ შორის ონი. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო გამოფენა, რომელზეც 6 რეგიონულ საინფორმაციო სტენდზე წარმოდგენილი იყო პროექტში მონაწილე ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიღწევები სამოქალაქო მონაწილეობისა და ადამიანის უფლებების გაძლიერების კუთხით. დამატებით 3 თემატურ საინფორმაციო სტენდზე წარმოდგენილი იყო პროექტის მიღწევები ახალგაზრდების ჩართულობის, სამოქალაქო მონაწილეობის კამპანიის, სამოქალაქო მონაწილეობისა და ადამიანის უფლებების ლოკალიზაციის ინოვაციურ მეთოდოლოგიებისა და საინფორმაციო მასალების შესახებ.
პროექტი, 2021 წლიდან ხორციელდება, მიზნად ისახავს გრძელვადიანი და მნიშვნელოვანი ცვლილებების მიღწევას ადგილობრივ მმართველობასა და საზოგადოებაში სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებებით.
ღონისძიება ხორციელდება ევროპის საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატის არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველო და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.
https://oni.gov.ge/wp-content/uploads/2023/11/დღის_წესრიგი___მონაწილეობითი_დემოკრატია_და_ადამიანის_უფლებები_საქართველოში_ხედვიდან_მოქ_compressed.pdf

Related posts

მიმდინარე წლის 15 მაისს, გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს სხდომა.

ონის მუნიციპალიტეტმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტუალურ გუნდურ ჩემპიონატს „ეტალონი“ უმასპინძლა

შოვში დაღუპულთა პატივსაცემად მემორიალის აღმართვასთან დაკავშირებით-კონკურსი გამოცხადდა