ევროპის საბჭო, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან პარტნიორობით მიმდინარე პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში, 18 დან 22 წლის ჩათვლით, ახალგაზრდებს ,,ახალგაზრდულ ბანაკში“ ჩართვას სთავაზობს

20.07.2023წ.

ევროპის საბჭო, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან პარტნიორობით მიმდინარე პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში, 18 დან 22 წლის ჩათვლით, ახალგაზრდებს ,,ახალგაზრდულ ბანაკში“ ჩართვას სთავაზობს.
სამოქალაქო ჩართულობის ახალგაზრდული ბანაკი, 1 აგვისტოდან 3 აგვისტოს ჩათვლით, პროექტის სამიზნე 15 მუნიციპალიტეტიდან წარმოდგენილ 30-მდე ახალგაზრდას საშუალებას მისცემს გაეცნონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვის ეფექტურ გზებსა და მათი საჭიროებებისა და იდეების ადვოკატირების სამართლებრივ პრინციპებს.
ღონისძიების ფარგლებში, ახალგაზრდები გაეცნობიან სამოქალაქო ჩართულობის სხვადასხვა ფორმებს, აღმოაჩენენ ახალგაზრდების მონაწილეობის საუკეთესო მაგალითებსა და პრაქტიკას ევროპის მასშტაბით, ასევე დაეუფლებიან ევროპის საბჭოს სამოქალაქო მონაწილეობის ინსტრუმენტს, როგორიცაა “Uchange”.
ახალგაზრდული ბანაკი, რომელსაც დარგის წამყვანი ექსპერტები წარმართავენ, ჩატარდება ქართულ ენაზე და გააერთიანებს თამაშებს, არაფორმალურ და ინტერაქტიულ დისკუსიებსა და პრეზენტაციებს.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდულ ბანაკში ჩართვა შეუძლიათ მხოლოდ ევროსაბჭოს პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებს.
პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია: თბილისი, რუსთავი, გორი, მარნეული, ბოლნისი, ბორჯომი, თელავი, ახმეტა, თეთრიწყარო, ამბროლაური, ონი, ჩოხატაური, ოზურგეთი, წყალტუბო და ზესტაფონი.
გსურს უკეთესებისკენ შეცვალო გარემო სადაც ცხოვრობ?
მზად ხარ შეცვალო სცენარი და შეასრულო შენი როლი?
გაინტერესებს როგორ შეგიძლია ამის გაკეთება?
მაშინ სამოქალაქო ჩართულობის ახალგაზრდული ბანაკი შენთვისაა!
გაეცანი დეტალურ ინფორმაციას და თუ აკმაყოფილებ კრიტერიუმებს შეავსე სააპლიკაციო ფორმა მიმდინარე წლის 26 ივლისის ჩათვლით.
https://acrobat.adobe.com/link/review…
გისურვებთ წარმატებას!

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა