დღეს, 29 მაისს, ქართველ მსახიობს, რეჟისორს, საქართველოს სახალხო არტისტს, გიგა ჯაფარიძეს დაბადებიდან 102 წელი შეუსრულდებოდა

29.05.2026წ.

დღეს, 29 მაისს, ქართველ მსახიობს, რეჟისორს, საქართველოს სახალხო არტისტს, გიგა ჯაფარიძეს დაბადებიდან 102 წელი შეუსრულდებოდა.
გიგა ჯაფარიძემ თეატრალური მოღვაწეობა ამბროლაურის თეატრის სცენაზე დაიწყო. მისი რეჟისორობის პერიოდში ამბროლაურის თეატრს „სახალხო“ წოდება მიენიჭა.
რამდენიმე წლის შემდეგ ქალაქ ონში დაბრუნდა და იქ წარმატებულად გააგრძელა პროფესიული საქმიანობა. მას ასევე დიდი წვლილი მიუძღვის რაჭული გუდასტვირის გადარჩენის საქმეში.
აღსანიშნავია, რომ ონის კულტურის ცენტრი და ცენტრალური პარკი დიდი სიყვარულისა და პატივიცემის ნიშნად გიგა ჯაფარიძის სახელს ატარებს.

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს