დღეს ონში საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, წლის მთავარი საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს

24.12.2024წ.

დღეს ონში საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, წლის მთავარი საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს.
ონის ცენტრალურ მოედანზე განთავსებულია საახალწლო ინსტალაციები, საშობაო ბაზრობა. მიმდინარეობს საბავშვო გასართობი აქტივობები, ასევე ადგილობრივი ნაწარმის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
საღამოს დაიწყება გალა კონცერტი, სადაც მონაწილეობას პოპულარული შემსრულებლები მიიღებენ: მანანა თოდაძე, ბესო კალანდაძე, ნუგზარ კვაშალი, დათუნა სირბილაძე, აჩიკო ნიჟარაძე, ნუცა ქირია, ნუცა ბუზალაძე, დათო არჩვაძე, მერაბ ვარდოსანიძე, აჩიკო ცანკაშვილი, გიორგი წიკლაური, ,,ჩვენი კვარტეტი’’, ,,ქართული ხმები“, დავით მაზანაშვილის ბენდი.
19:00 საათზე ანსამბლის „რაჭა “ მიერ შესრულებული ქართული მრავალჟამიერის ფონზე საზეიმოდ აინთება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს