დღეს ონი წლის მთავარი საახალწლო ღონისძიების მასპინძელია, რომელიც საქართველოს მთავრობის ორგანიზებით იმართება

24.12.2024წ.

დღეს ონი წლის მთავარი საახალწლო ღონისძიების მასპინძელია, რომელიც საქართველოს მთავრობის ორგანიზებით იმართება.
აღმაშენებლის მოედანზე 14:00 საათიდან დაიწყება საახალწლო ღონისძიება, ამ დროისთვის აქტიური სამზადისი მიმდინარეობს.
საახალწლო ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს, მთელი დღის განმავლობაში, დატვირთული პროგრამა ელოდებათ.
მოეწყობა ორკესტრის და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა, საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, წარმოდგენილი იქნება საბავშვო სივრცე, ზღაპრის გმირების მსვლელობა.
17:30 საათიდან დაიწყება გალა კონცერტი, სადაც მონაწილეობას პოპულარული შემსრულებლები მიიღებენ: მანანა თოდაძე, ბესო კალანდაძე, ნუგზარ კვაშალი, დათუნა სირბილაძე, აჩიკო ნიჟარაძე, ნუცა ქირია, ნუცა ბუზალაძე, დათო არჩვაძე, მერაბ ვარდოსანიძე, აჩიკო ცანკაშვილი, გიორგი წიკლაური, ,,ჩვენი კვარტეტი’’, ,,ქართული ხმები“, დავით მაზანაშვილის ბენდი.
19:00 საათზე ანსამბლის „რაჭა “ მიერ შესრულებული ქართული მრავალჟამიერის ფონზე საზეიმოდ აინთება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.
გიწვევთ ყველას !

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს