საქართველოს მთავრობის ორგანიზებით ონში გამართული წინასაახალწლო ზეიმი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა

24.12.2024წ.

საქართველოს მთავრობის ორგანიზებით ონში გამართული წინასაახალწლო ზეიმი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
საღამოს დასკვნით კონცერტში ონელების წინაშე პოპულარული შემსრულებლები: მანანა თოდაძე, ბესო კალანდაძე, ნუგზარ კვაშალი, დათუნა სირბილაძე, აჩიკო ნიჟარაძე, ნუცა ქირია, ნუცა ბუზალაძე, დათო არჩვაძე, მერაბ ვარდოსანიძე, აჩიკო ცანკაშვილი,გიორგი წიკლაური,,,ჩვენი კვარტეტი’’,,,ქართული ხმები“დავით მაზანაშვილის ბენდი.
მთელი დღის განმავლობაში ონის ცენტრში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობდა, რომელიც ყველა თაობის ადამიანზე იყო გათვლილი.
მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
საზეიმო ვითარებაში, ანსამბლის „რაჭა“ მიერ შესრულებული ქართული მრავალჟამიერის ფონზე აინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. დამდეგი შობა-ახალი წელი სცენიდან მიულოცეს შეკრებილ მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშლმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ბაჩანა მარკოიშვილმა.

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს