დედა ენის დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა

15.04.2024წ.

დედა ენის დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.
7-14 აპრილს დედა ენისადმი მიძღვნილი კვირეული მრავალფეროვნად და საინტერესოდ აღინიშნა,რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის ორგანიზაციების შემოქმედებითი ჯგუფები.
ღონისძიებებზე წარმოდგენილი იყო ლიტერატურული საღამო: ,,ენა შემკული და დიდებული“, ჩატარდა ანა კალანდაძის და მუხრან მაჭავარიანის პოეზიის საღამო, ქართული კალიგრაფიის კონკურსი, მოეწყო თემატური ექსკურსიები, მხატვრულად გაფორმებული დედაენის დღისადმი მიძღვნილი, ქართულ ასოებზე შექმნილი ფერწერული კომპოზიციების გამოფენა.
მომავალ თაობას საშუალება ქონდა გაცნობოდნენ ქართული ანბანის წარმოშობა-განვითარებას, საუბარი შეეხო 1956 წლის მოვლენებს და დედა ენის, ქართული ენის მნიშვნელობას, ასევეღონისძიებების ფარგლებში გაიხსენეს იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია, გაიმართა აქტივობა-მხატვრული კითხვა, იოანე ზოსიმეს „ქართული ანბანი“, ასევე ჩატრადა სხვადასხვა მუსიკალური აქტივობა და ნაჩვენები იყო თემატური დოკუმენტური ფილმი.
ააიპ ზურა ბაკურაძის სახელობის სამუსიკო სკოლამ ეროვნული დღესასწაული შემეცნებითი ღონისძიებით აღნიშნა, შესრულდა ჰიმნი დედაენაზე.
ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ეკლესიიდან ჩამოტანილი და მუზეუმის სივრცეში დაცული შუა საუკუნეების არქიტექტურულ დეტალებზე არსებული ლაპიდარული წარწერები და ონის მუზეუმში 1948 წელს პირველ ექსპონატად შემოსული 19 საუკუნის ვეფხისტყაოსანის ხელნაწერი. ყურადღება დაეთმო ცნობილ საეკლესიო მოღვაწის, კალიგრაფის, ბიბლიოფილის ათონის მთაზე გარდაცვლილ ალექსი ბაქრაძის (1835-1908) ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე საუბარს, ვიზიტორებს საშუალება ქონდათ გაცნობოდნენ ათონის მთიდან გამოგზავნილი საუცხოო კალიგრაფიით დაწერილი ბერი ალექსის წერილს. მუზეუმის თანამშრომლებმა ისაუბრეს ალექსი ბაქრაძის ვაჟის ფილარეტ ბაქრაძის პედაგოგიურ მოღვაწეობაზე და დედა ენასთან დაკავშირებით მის მიერ შედგენილ ხელნაწერის სახით შემორჩენილ დოკუმენტზე.
კვირეული გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში გამართული ღონისძიებით დაგვირგვინდა.
ღონისძიებების მიზანია მომავალი თაობებისთვის კიდევ ერთხელ შეხსენება, რომ ეს არის ეროვნული დღესასწაული, ქართულ დამწერლობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, ეს არის განძი, რომელსაც ყველაზე მეტად დაცვა და გაფრთხილება ჭირდება.

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ამირან სხიერელის ხსოვნისადმი მიძღვნილ საკალათბურთო ტურნირის გახსნას დაესწრო

2024-2025 სასწავლო წლის მეორე სემესტრის წარმატებული სტუდენტებისთვის ონის   მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიის მინიჭების კონკურსი დაიწყო

ქალაქ ონის სასპორტო სკოლის კომპლექსში გაიმართება ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელის, თბილისის დინამოს“ მწვრთნელის,საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის,საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ღირსების ორდენის კავალერის – ამირან სხიერელის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი კალათბურთში