54
18.10.2021წ.
დაიწყო დანიის სამეფოში ონის მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი.
პირველი შეხვედრა შედგა დანიის არქიტექტურისა და დიზაინის სამეფო აკადემიის შენობაში. ონელ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ აკადემიას, სასწავლო საშუალებებსა და მასალებს, ადგილობრივ პედაგოგებს და სტუდენტების მიერ შექმნილ ნამუშევრებს. დანიის სამეფო აკადემია მომავალ წელს სწორედ აქ უმასპინძლებს წარჩინებულ ონელ ბავშვებს.
დავით ჩიკვაიძემ და შუქურა ჯაფარიძემ მასპინძლებს მოუთხრეს რაჭაში არსებული ხეზე მუშაობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის შესახებ და საჩუქრად გადასცეს ონის სამხტვრო სკოლის მიერ შექმნილი ზარდახშა.
დელეგაციას თან ახლავს დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, კახა შიშნიაშვილი