დავით ლობჟანიძემ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილზე დაათვალიერა

02.17.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილზე დაათვალიერა და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. ამ დროისთვის, სამუშაოები უკვე წარმატებით დასრულდა შემდეგ სოფლებში: ქვედი, წედისი
წოლა.
მოსახლეობისთვის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. სამუშაოები აქტიურ ფაზაშია სოფლებში: ჟაშქვა, ქორთა-ბოყვა, სომიწო, გომი და უწერა

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა