გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, გათბობის სისტემის მოწყობის, შენობის , იატაკისა და კედლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

26.11.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტის, გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, გათბობის სისტემის მოწყობის, შენობის , იატაკისა და კედლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს .
აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „დაგი“ აწარმოებს, დირექტორი დავით ლაბაძე.
სატენდერო ხელშეკრულების ღირებულება 101 865 ლარს შეადგენს.
გათვალისწინებული სამუშაოები 5 ნოემბრიდან – 56 (ორმოცდათექვსმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს.
აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს დღეს ადგილზე გაეცნო ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე, საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა