გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში მერის 2021 წლის შემაჯამებელი საანგარიშო შეხვედრა გაიმართა

26.10.2021წ.

(ა)იპ გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში მერის 2021 წლის შემაჯამებელი საანგარიშო შეხვედრა გაიმართა.
მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ 2021 წლის შემაჯამებელი ანგარიში, ქალაქ ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში შეკრებილ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა.
მერმა თავის გამოსვლა დაიწყო სამადლობელი სიტყვით. მან მადლობა გადაუხადა ადგილობრივ, რეგიონულ და ცენტრალურ ხელისუფლებას, ონის განვითარების საქმეში მხარდაჭრისთვის და გვერდში დგომისთვის. ისაუბრა მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს განხორციელებულ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, კულტურულ და სპორტულ პროგრამებზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე და ტურისტულ პოტენციალზე.
„ონის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნულ პერიოდში განახორციელა მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული, სოციალური და ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამები და პროექტები, გადაიდგა პირველი წარმატებული ნაბიჯები საერთაშორისო ურთიერთობის კუთხით სხვადასხვა ქვეყნებთან და დაისახა მომავალი თანამშრომლობის გეგმები’ განაცხადა დავით ჩიკვაიძემ.
შეხვედრაზე ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ-შუქურა ჯაფარიძემ, მადლობა გადაუხადა დავით ჩიკვაიძეს წელიწადნახევრის განმავლობაში მუნიციპალიტეტისთვის გაწეული ერთგული სამსახურისთვის.
მერის განცხადებით, 2021 წელი ონის მუნიციპალიტეტისთვის თამამად შეიძლება წარმატებულ წლად ჩაითვალოს, თუმცა ჯერ კიდევ გადასაჭრელი რჩება მრავალი პრობლემა, რომელთა მოსაგვარებლად აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს აქტიურ მუშაობას.
” მინდა წარმატებები ვუსურვო ონის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულ მერს, ღირსეულ პიროვნებას, სერგო ხიდეშელს, მე კი ვრჩები თქვენს მეგობრად, მხარდამჭერად და თანამდგომად! მადლობა თქვენ სიყვარულისთვის, ერთგულებისთვის’ განაცხადა შეხვედრის დასასრულს დავით ჩიკვაიძემ
შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

Related posts

ახალი წლის დღეები იწყება

დიდთოვლობის გამო გზების წმენდა ონის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება

დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ონის მუნიციპალიტეტში ყველა საჭირო ღონისძიება გატარდა