განცხადება!

21.04.2020წ.

მოსახლეობის საყურადღებოდ!
გაცნობებთ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით მომზადდა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ მრავალძლის განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელსაც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამტკიცებს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო. დოკუმენტი ითვალისწინებს აღნიშნული ტერიტორიების შენარჩუნებული ეკოსისტემების, კულტურული ლანდშაფტების, მატერიალური და არამატერიალური ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის, არსებული ტყის რესურსების შენარჩუნებას და სხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე სივრცით ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტის შეთანხმებისთვის მნიშვნელოვანია დაინტერესებული პირებისაგან მოსაზრებები და შეფასებები მისი შესაძლო გათვალისწინების მიზნით. დოკუმენტის გასაცნობად გთხოვთ, ეწვიოთ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებ. გვერდს https://mrdi.gov.ge (სივრცითი მოწყობა, სივრცითი მოწყობის დოკუმენტები) სადაც განთავსებულია სოფელ მრავალძლის განაშენიანების რეგულირების გეგმის ტექსტური და გრაფიკული ნაწილები. ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ პროექტთან დაკავშირებული მოსაზრებები და შეფასებები ელექტრონულ მისამართზე: onismeria@gmail.com ან მისამართზე ონის მუნიციპალიტეტის მერია, აღმაშენებლის ქ N40. საკონტაქტო ტელეფონი: ადმინისტრაცია. მობ. 591010361 / 591010363

პატივისცემით, ონის მუნიციპალიტეტის მერია.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში, ღარი-კვაჟა-გომის დამაკვაშირებელ გზაზე განვითარებული მეწყრული პროცესების მონიტორინგისა და არსებული სიტუაციის გაცნობის მიზნით, ადგილზე იმყოფებოდნენ, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა მაისურაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, პაატა მაისურაძემ და სივრცით- ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე მამუკა ყავლაშვილმა სოფელ უწერაში მიმდინარე ადმინისტრაციული შენობის დეკორატიული შემოღობვის სამუშაოები დაათვალიერეს.

ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულებელი კომპანიებისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვდრა გაიმართა