განცხადება

20.03.2023 წ.

სამშაბათს 21 მარტს, 11:00 საათზე, ონის მუნიციპალიტეტის მერიის საკოფერენციო დარბაზში ჩატარდება საინფორმაციო სესია სათემო ორგანიზაციების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების გრანტთან დაკავშირებით.
აღნიშნული საგრანტო კონკურსი USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა რომლის მიზანი სათემო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება, მათი თემების ლიდერებად თუ მუნიციპალური განვითარების მამოძრავებელ ძალად ჩამოყალიბება.
სრული ინფორმაცია საგრანტო განაცხადებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულებზე: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=440929
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 14 აპრილი, 2023 წელი

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა