განცხადება

13.01.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საყურადღებოდ!
✅გაცნობებთ, რომ 2020 წლის 18 დეკემბერს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შპს „ამბროლაურის ავტოგზა 10“-ის მიერ წარდგენილია ონის მუნიციპალიტეტში, სოფ. შარდომეთში ასფალტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის სკრინინგის განცხადება, (ჰიპერლინკი – https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/30354 ) რომელიც გულისხმობს სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურას.
სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებით, წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის 20 იანვრამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა