განცხადება

01.05.2020წ.

„რაჭა–ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“
გაცნობებთ, რომ ონის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდს დაემატა SMS ონლაინ პლატფორმა – “მოითხოვე ინფორმაცია“, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა/ფერმერთა/მეწარმეთა ინფორმირებულობას, ინტერესთა ჯგუფების ჩამოყალიბებასა და აღნიშნული ჯგუფებისათვის შეტყობინებების დაგზავნის სისტემის დანერგვას.
თუ გსურთ დროულად მიიღოთ ინფორმაცია მუნიციპალიტეტში მიმდინარე საკითხებსა და პროექტებზე, მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ბმულს და დარეგისტრირდით პლატფორმაზე.
SMS ონლაინ პლატფორმა შექმნილია პროექტის „რაჭა–ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში, ფაზა 2“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.
იხ.ბმული:
SMS ონლაინ პლატფორმა

Related posts

ონის მუნიციპალიტეტში, გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, ზურა ბაკურაძის სახელობის ბავშვთა მუსიკალური ფესტივალი „უნისონი 2026“ გაიმართა

სტუდენტთა საყურადღებოდ

ქალაქ ონში, „მუსიკალური ზაფხული 2026“-ის ფარგლებში, ცნობილი ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა