გაზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით, ქალაქ ონის ტერიტორიაზე გრძელდება სკვერების გამწვანებისა და კეთილმოწყობის სამუშაოები

ამ დროისთვის მიმდინარეობს დავით აღმაშენებლის მოედანზე არსებულ სკვერში ნარგავების განახლება-გამრავალფეროვნებასამუშაოებში მონაწილეობას იღებდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკა მაისურაძე და მერიის თანამშრომლები.
სკვერების მონიტორინგსა და მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს ონის მუნიციპალიტეტის მერიის გამწვანების სამსახური.
ონის მუნიციპალიტეტის მერია იმედს გამოთქვამს ,რომ სკვერების მოვლა-პატრონობაში ადგილობრივი მოსახლეობაც აქტიურად ჩაერთვება და გაუფრთხილდება ქალაქის იერსახეს.

საგაზაფხულო რგვები ქალაქ ონში მომავალშიც გაგრძელდება.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში სპექტაკლის „უცხო ჩიტი“ (შერეკილები) განმეორებითი ჩვენება გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილეებთან ერთად პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა