გაეროს შშმ პირთა კონვენციის პოპულარიზაციის მიზნით, ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა სამუშაო შეხვედრა გამართა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან

09.03.2022წ.

გაეროს შშმ პირთა კონვენციის პოპულარიზაციის მიზნით, ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა სამუშაო შეხვედრა გამართა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან ლიკა ბაციკაძე და ნათია ბერაძესთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი და „ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხზე მომუშავე საბჭო” ს წარმომადგენლები.
შეხვედრაზე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა ისაუბრეს: სახალხო დამცველის მანდატზე, გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციაზე, შშმ პირთა უფლებების შესახებ, საქართველოს კანონის მოთხოვნებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ამ პირთა ჩართულობაზე.
აღნიშნული შეხვედრა გაიმართა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებული პროექტის „სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საქართველოში“ ფარგლებში

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა