გაეროს განვითრების პროგრამამ (UNDP) საქართველოში ონის მუნიციპალიტეტს 7 პერსონალური კომპიუტერი, 5 პორტატული სკანერი და 2 მულტი ფუნქციური პრინტერი გადასცა

27.10.2021წ.

გაეროს განვითრების პროგრამამ (UNDP) საქართველოში ონის მუნიციპალიტეტს 7 პერსონალური კომპიუტერი, 5 პორტატული სკანერი და 2 მულტი ფუნქციური პრინტერი გადასცა. კომპიუტერული ტექნიკის შეძენა და მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა UNDP-ის პროექტის – „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა,
პროექტი შვეიცარიის განვითრებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა და საქართველოს რეგიონული განვითრების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
კომპიუტერული ტექნიკა მოხმარდება ონის მუნიციპალიტეტის მიერ მოსახლეობისთვის ელექტრონულად სერვისების შეთავაზების პროცესის გაუმჯობესებას. ჩამოთვლილი პროდუქციიდან 5 სკანერი და 5 პერსონალური კომპიუტერი მერის წარმომადგენლებს დაურიგდებათ. შესაბამისი ტექნიკით აღჭურვის შემდეგ, ისინი შეძლებენ დაეხმარონ მოსახლეობას დისტანციურად მიმართონ მუნიციპალიტეტს და ელექტრონულად მიიღონ სასურველი მომსახურება.
აღნიშნული ტექნიკა, პროექტის მენეჯერმა თინათინ ტყეშელაშვილმა ონის მუნიციპალიტეტის მერს დავით ჩიკვაიძეს გადასცა

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა