გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საავარიო ჯგუფების რამდენიმედღიანი ინტენსიური სამუშაოების შედეგად, სტიქიის დროს დაზიანებული ონის წყალმომარაგების მაგისტრალური მილის აღდგენა სრულდება

04.08.2020წ

#რაკეთდებასტიქიისზონაში
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საავარიო ჯგუფების რამდენიმედღიანი ინტენსიური სამუშაოების შედეგად, სტიქიის დროს დაზიანებული ონის წყალმომარაგების მაგისტრალური მილის აღდგენა სრულდება.
უკვე დამონტაჟდა 200 მეტრი ფოლადის მაგისტრალი რთულ რელიეფურ ადგილებში, უახლოეს პერიოდში კი სრულად აღდგება ჟიჟორეთის სათავე ნაგებობა.
ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას წყალი, ალტერნატიული ქსელის საშუალებით, მეორე დღიდანვე სტაბილურად მიეწოდება.
ონში სტიქიამ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალი და ჟიჟორეთის წყლის სათავე ნაგებობა დააზიანა. წყალუხვობის გამო შეუძლებელი იყო ქსელის დაზიანებულ მაგისტრალთან მისვლა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შესაბმისი საავარიო ჯგუფები სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოს კვლავ ინტენსიურ რეჟიმში განაგძობენ.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საავარიო ჯგუფების რამდენიმედღიანი ინტენსიური სამუშაოების შედეგად, სტიქიის დროს დაზიანებული ონის წყალმომარაგების მაგისტრალური მილის აღდგენა სრულდება.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში სპექტაკლის „უცხო ჩიტი“ (შერეკილები) განმეორებითი ჩვენება გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილეებთან ერთად პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა