ბრიუსელის ისტორიისა და ხელოვნების სამეფო მუზეუმში „ევროპალია-საქართველო“ ფარგლებში, 27 ოქტომბერს გაიხსნა გამოფენა „საქართველო-შეხვედრების ადგილი“

30.10.2023წ.

, სადაც გამოფენილია ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის უნიკალური ექსპონატი ჯოისუბნის „მცხეთის“ წმ. გიორგის ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადის განკითხვის სცენის სარკმლის რელიეფური კომპოზიცია (მე-X ს). დამთვალიერებელს ექსპოზიციის ნახვა 2024 წლის 18 იანვრამდე შეუძლია.
ასევე, ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრში „ევროპალია-საქართველო“ ფარგლებში, გაიხსნა გამოფენა „ავანგარდი საქართველოში 1900-1936“, სადაც გამოფენილია ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კუბისტური ნამუშევარი, ბენო გორდეზიანის „ცხრაწყარო“ შესრულებული 1924 წელს. დამთვალიერებელს ექსპოზიციის ნახვა 2024 წლის თებერვლის ჩათვლით შეუძლია

Related posts

ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს

ირმა ჩიხრაძემ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა

ქალაქ ონის შესასვლელთან დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დასრულდა