ბოლო ზარი

19.05.2023წ.

ძვირფასო მე-12 კლასელებო, ჩემო მეგობრებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას!
ეს დღე თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა, რომელიც ხვალ უკვე დაუვიწყარ მოგონებად იქცევა,
წინ გელოდებათ სრულიად ახალი ეტაპი – ახალი გამოცდილებებით, ურთიერთობებით, მეგობრებით, ცოდნისა და განვითარების ახალი პერსპექტივებით,
პასუხისმგებლობით საკუთარი მომავლისა და ქვეყნის წინაშე. მჯერა, რომ თქვენი სახით საქართველოს ეყოლება კიდევ უფრო წარმატებული თაობა.
ჩემო საამაყო ახალგაზრდებო, წარმატებებს გისურვებთ ცხოვრების ამ ძალიან მნიშვნელოვან, საპასუხისმგებლო და საინტერესო ეტაპზე.
სერგი ხიდეშელი
ონის მუნიციპალიტეტის მერი

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ბაჩანა მარკოიშვილმა, საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

31 ივლისს, გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში გაიმართება ონის საპატიო მოქალაქის, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელმწიფო დრამატული თეატრის დამსახურებული მსახიობის თამაზ (გია) ჯაფარიძის საიუბილეო საღამო

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალავერდ ხვედელიანი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი მარინე რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ — სორის მოსახლეობას შეხვდნენ.