ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მეგზევეების მიერ ახლად მოწყობილი შემოვლითი გზით სტიქიის ზონაში მდებარე სოფლებში მაჟიეთსა და ხიდეშლებში იმყოფებოდნენ

04.08.2020წ.

დღეს 4 აგვისტოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მეგზევეების მიერ ახლად მოწყობილი შემოვლითი გზით სტიქიის ზონაში მდებარე სოფლებში მაჟიეთსა და ხიდეშლებში იმყოფებოდნენ, 28 ივლისის სტიქიურმა მოვლენებმა ეს სოფლები გარე სამყაროს მოწყვიტა, ადგილობრივ მოსახლეობას საჭირო მედიკამენტები გადასცეს და მათ საჭიროებებს გაეცნენ.
აღნიშნულ სოფლებში საავტომობილო გზა და ხიდი უახლოეს დღეებში გაიხსნება.
ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები სტიქიით დაზარალებულ სხვა სოფლებსაც მოინახულებენ.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა