ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2023 წლის შედეგებით, ონის მუნიციპალიტეტი მე-5 ადგილზე გავიდა.

22.11.2023წ.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2023 წლის შედეგებით, ონის მუნიციპალიტეტი მე-5 ადგილზე გავიდა.

სამოქალაქო საზოგადოების მიერ შექმნილი ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საქართველოს მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის.

ინდექსი წარმოაჩენს მიღწეულ წარმატებას და გამოავლენს არსებულ ხარვეზებს რამდენიმე ინდიკატორის მიხედვით, როგორიცაა გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და მოქალაქეთა ჩართულობა.

2021 წლის შედეგებით ონის მუნიციპალიტეტი 42- ე ადგილს იკავებდა.

აღნიშნულ შედეგეზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერების მიზნით მიმდინარე პროექტმა „რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციები მუნიციპალური გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების მხარდასაჭერად“, რომელსაც კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრი – CTC ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვიათერბის ასოციაციასთან ერთად ახორციელებდა.

 

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა