ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს გლობალური საფრთხის პირობებში შეძლებისდაგვარად დახმარებოდნენ თავიანთ შეჭირვებულ თანამოქალაქეებს

03.04.2020წ.

ქვეყანაში კორონა ვირუსის (COVID 19) – ის გამოცხადების შემდეგ თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა, როგორც საკუთარი თავის, ასევე გარშემომყოფების და ქვეყნის მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა, მიხვდა, რომ ამ რთულ პერიოდში სასიცოცხლოდ აუცილებელი გახდა ადამინების გაერთიანება და ერთმანეთის გვერდში დგომა
უახლესი ისტორია გვახსენებს, რომ ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ჭირიც და ლხინიც ბევრი უნახავს. არც ეს შემთხვევა ყოფილა გამონაკლისი.
რა მართავს სამყაროს? – სამყაროს სიკეთის კეთების სურვილი მართავს.
სიკეთე, დახმარების გაწევა , სოლიდარობა, თანაგრძნობა და თანადგომა უმთავრესი ღირებულებებია, რომელსაც ადრეული ბავშვობიდან გვასწავლიდნენ.
სიკეთის კეთების სურვილი ადამიანის ბუნების განუყოფელი ნაწილია სიკეთის მარცვალი თითოეულ ადამიანშია.. მთავარი მისი გაღვივებაა.
ფაქტი სახეზეა , უხილავ მტერთან ბრძოლაში ერი და ბერი გაერთიანდა, ონის მუნიციპალიტეტში ჩვენი დროის კეთილი გმირების სიას ბევრი ახალი სახელი შეემატა: ლუბა ასტაშოვა, დავით კონსტანტინიდი ,ლილიანა მაისურაძე, ჟორა შერაზადიშვილი და ირმა მაისურაძე , რომლებმაც გადაწყვიტეს გლობალური საფრთხის პირობებში შეძლებისდაგვარად დახმარებოდნენ თავიანთ შეჭირვებულ თანამოქალაქეებს.
სიკეთე გადამდებია – ამ ფრაზას ალბათ ხშირად გაიგონებთ, სიკეთის ქმნის მაძიებელი ნაკლებად ფიქრობს იმაზე შეუფასდება თუ არა მას სიკეთე, რომელიც უანგაროდ გასცა. სიკეთის ქმნა მათი სულიერი მოთხოვნილებაა . მადლობა მათ, იმიტომ რომ არსებობენ, იმიტომ რომ მათ სიყვარული შეუძლიათ და ფიქრობენ სხვის კეთილდღობაზე.
ახალმა განსაცდელმა დაანახა სამყაროს, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანია და ის მუდამ ყურადღების ეპიტცენტრშია, გვჯერა , რომ ხვალ ამ სახელებს კიდევ მეტი სახელი დაემატება , ჩვენ ერთმანეთის გვერდში დგომით მრავალ განსაცდელს დავამარცხებთ და ვიზეიმებთ ბედნიერ გაზაფხულს.

Related posts

მიმდინარე წლის 17 ივნისს გაიმართა, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი, პირველ მოადგილე პაატა მაისურაძესთან და საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე მამუკა ყავლაშვილთან ერთად, სოფელ ჟაშქვაში მისასვლელი გზის რეაბლიტაციის სამუშაოებს გაეცნო.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) აღმასრულებელი საბჭოს გასვლით სხდომას დაესწრო, რომელიც სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთში“ ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, ზურაბ აბაშიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.