ააიპ “ონის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღი”-ს სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა

by magda

12.02.2022წ.

ააიპ “ონის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღი”-ს სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა.
ბაღის რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში ბაღის შენობას ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი, შეიცვალა სასმელი წყლისა და ელექტროგაყვანილობის სისტემები, გამოიცვალა კარ-ფანჯარა, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა და მოწესრიგდა შიდა და გარე ფასადი. ბაგა-ბაღის ეზოში ასევე მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცე.
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ააიპ “ონის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღში” თებერვლის თვის ბოლოს განახლდება.
უახლოეს პერიოდში, პატარები და პედაგოგოები სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს ახლადგარემონტებულ, კომფორტულ და კეთილმოწყობილ შენობაში გააგრძელებენ. ბავშვებს დახვდებათ ჯანსაღი გარემო, რაც უმნიშვნელოვანესია მათი სრულფასოვანი განვითარებისთვის.
ამჟამად, ბაგა-ბაღის შენობაში თანამედროვე სტანდარტის შესაბამისად მიმდინარეობს ასაკობრივი ჯგუფების საბავშვო ინვენტარით აღჭურვა.
12 თებერვალს ონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, ააიპ “ონის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღი”-ს პერსონალთან ერთად, აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას სააღმზრდელო დაწესებულების დალაგება-დასუფთავების პროცესში.
შეგახსენებთ, რომ ბაგა-ბაღში სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს აწარმოებდა ამხანაგობა “დელტამშენი” და ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 699 900 ლარს (95% – სახელმწიფო და 5% ადგილობრივი ბიუჯეტიდან). სამუშაოები დასრულდა ვადაგადაცილებით, რის საფუძველზეც განხორციელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content