ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღის, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის და სასკოლო მზაობის ჯგუფების აღსაზრდელებზე არამალფუჭებადი პროდუქტების დარიგების მეხუთე ეტაპი დასრულდა

01.12.2020წ

ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღის, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის და სასკოლო მზაობის ჯგუფების აღსაზრდელებზე არამალფუჭებადი პროდუქტების დარიგების მეხუთე ეტაპი დასრულდა.
პროდუქტების დაფასოების პროცესი ბაგა – ბაღში, სპეციალისტების რეკომენდაციების და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით განხორციელდა.
 144 ბავშვს დაურიგდა 22 დასახელების პროდუქტი თანხით 9192 ლარი.
აქედან ონის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღი – 132 ბავშვი, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღი – 6 ბავშვი, სოფელ ღების სასკოლო მზაობის ჯგუფი – 2 ბავშვი, სოფელ უწერის სასკოლო მზაობის ჯგუფი – 2 ბავშვი და სოფელ პიპილეთის სასკოლო მზაობის ჯგუფი – 2 ბავშვი.
დეკემბრის თვეში, დაგეგმილია სოციალური აქციის მეექვსე ეტაპი.
 ბავშვები, ჩვენი მომავალია და მათზე ზრუნვა ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულებაა!

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა