ქალაქ ონში რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფასო კვლევები ჩატარდება

by magda

07.12.2021წ.

ქალაქ ონში რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფასო კვლევები ჩატარდება.
11 დეკემბერს, რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრ – ,,უნივერსის” ორგანიზებით, ასევე ონის მუნიციპალიტეტისა და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო კვლევები გაიმართება, რომელიც შემდეგ მიმართულებებს მოიცავს:
უნაყოფობის პირველადი დიაგნოსტიკა
+ 40 პირველადი დიაგნოსტიკა
ორსულობის განმეორებითი დანაკარგების პირველადი დიაგნოსტიკა
აქციის ფარგლებში, მსურველებს საშუალება მიეცემათ ადგილზე მიიღონ გინეკოლოგისა და ანდროლოგ-რეპროდუქტოლოგის კონსულტაცია, ჩაიტარონ საჭირო ანალიზები, ულტრაბგერითი გამოკვლევა, კოლპოსკოპია და დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი სხვა პროცედურები.
დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მერიის სოციალური და ჯანდაცვის დაცვის განყოფილებას – 591010418
გისურვებთ ჯანმრთელობას

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content