6
08.02.2024წ.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დიდთოვლობის გამო გზების წმენდა აქტიურად მიმდინარეობს.
ონის მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქიური მოვლენების (დიდთოვლობა და რთული მეტეოროლოგიური პირობები) გამო შექმნილი პრობლემების მოგვარება აქტიურად მიმდინარეობს.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზის კმ30-კმ35 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
უხვი ნალექის შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი ალპანა მამისონის130 /კმ საავტომობილო გზაზე ზვავი ჩამოწვა, რამაც გარე სამყაროს მოწყვიტა სამი ადმინისტრაციული ერთეული: გლოლა, ღები, ჭიორა.
მუნიციპალიტეტის და საავტომობილო გზების დეპარტამენტის მხრიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზების წმენდის სამუშაოები, ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა.
ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებს, არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ, მათი მხრიდა პრობლემების აღმოსაფხვრელად ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება.
სამუშაოები რეგიონის მასშტაბით, ეტაპობრივად გაგრძელდება და ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს.