47
08.04.2024წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში ონის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდა ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი, ასევე საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა თინათინ ბროლაშვილმა წარადგინა 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, სადაც განხილული იქნა ბოლო სამი წლის მიხედვით ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების დინამიკა, ასევე ბიუჯეტის გადასახდელები პრიორიტეტებისა და პროგრამების მიხედვით.
საჯარო განხილვის მიზანია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გამჭვირვალობა. ღონისძიებების ორგანიზატორია ონის მუნიპალიტეტის მერია, ტექნიკური მხარდამჭერია „USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა“. USAID Local Governance Program • ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა