ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან

by magda

01.06.2020წ.

1 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიმართვას ახალი კორონა ვირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებს და მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ასევე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და სხვა აქტულური საკითხები.
სამსახურების ხელმძღვანელებმა, ისაუბრეს მიმდინარე სიახლეების შესახებ და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქტივობები წარმოადგინეს. განიხილეს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის საკითხები, ისაუბრეს მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მხარდამჭერ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ყურადღება გამახვილდა ამ თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე პროექტებზე, რომლებიც დასრულების ფაზაშია და ამავე გვერდის საშუალებით მოხდება მოსახლეობის ინფორმირება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content