მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში მერმა – სერგი ხიდეშელმა, შეუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში, მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან და პროექტის შემსრულებელ კომპანიის წარმომადგენელთან ერთად ადგილზე მოინახულა

by magda

30.04.2025წ.

მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში მერმა – სერგი ხიდეშელმა, შეუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში, მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან და პროექტის შემსრულებელ კომპანიის წარმომადგენელთან ერთად ადგილზე მოინახულა.
შეუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც რკინა-ბეტონის საფარი დაიგება 500 მეტრამდე მონაკვეთზე, მოეწყობა გვერდულები, ცხაურები და დამხმარე ნაგებობები.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 200 000 ლარს შეადგენს, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდისა და ონის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content