170
22.10.2022წ.
მოსახლეობის საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ გაზსადენის სისტემის ქსელური დაზიანებისა და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 22 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან გაზის მიწოდება შეუწყდა ონის მუნიციპალიტეტს.
შპს “სოკარ ჯორჯია გაზის” ონის სერვის ჯგუფის განცხადებით, გაზმომარაგების მიწოდება კვირას – 23 ოქტომბერს, დილიდან ეტაპობრივად აღდგება.