განცხადება

by magda

12.03.2021წ

ონის მუნიციპალიტეტის მერია გაცნობებთ, რომ მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით 15 მარტიდან ონი – ამბროლაურის მიმართულებით განახლდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნული ტრანსპორტი იმოძრავებს ყოველდღიურად, შაბათ კვირის გარდა შემდეგი სქემით;
ონი- ამბროლაური ამბროლაური – ონი
I – 09.00 სთ I – 10.00 სთ
II – 15.00 სთ II – 16.00 სთ
პარსაკევ დღეს, 16.00 საათის რეისი მოემსახურება აეროპორტიდან ჩამოსულ მგზავრებსაც
მგზავრობის საფასური – 3 ლარი .
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი : 599240479 ალექსანდრე მეტრეველი
აითვალისწინეთ: ქალაქ ამბროლაურში მოსამსახურე იმ მოქალაქეებს , ვინც 18.00 საათზე ამთავრებს სამსახურს მოემსახურება ქუთაისი – ამბროლაური – ონის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი.
გაფრთხილებთ: მიკროავტობუსში აკრძალულია მგზავრის დაშვება დამცავი პირბადის გარეშე.
ყველა მგზავრი ვალდებულია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად დაიცვას მიკროავტობუსებით გადაადგილებისას უსაფრთხოების წესები.
გაუფრთხილდით საკუთარ თავს და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content