ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

22.11.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მერმა სამსახურის ხელმძღვანელებისგან გასული კვირის მანძილზე გაწეული მუშაობის და მომავალში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.
შეხვედრაზე სერგი ხიდეშელმა ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულებაზე, წლის ბოლომდე ჩასაბარებელ პროექტებზე და გამოსაცხადებელ ტენდერებზე. ქალაქის იერსახის მოწყობასა და მოწესრიგებაზე. ასევე, მერმა შესაბამის სამსახურებს დაავალა მაქსიმალურად გააკონტროლონ ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხი პრობლემური საკითხების დროულად აღმოფხვრის მიზნით.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე და შპს “ონის სერვის ჯგუფის” ხელმძღვანელი – ნიკოლოზ მაისურაძე