განცხადება

26.02.2021წ.

 ონის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს პირველი დემოკრატიული კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს ფარგლებში აცხადებს მცირე ნარკვევების კონკურსს „ონი და რაჭის მაზრა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის წლებში“
 კონკურსზე წარმოდგენილ უნდა იქნეს ნარკვევები 1918-1921 წწ. პერიოდში ონსა და რაჭის მაზრაში არსებული პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და სპორტული ცხოვრების შესახებ.
ნაშრომი სასურველია არ აღემატებოდეს A4 ზომის 15 გვერდს და წარმოდგენილ უნდა იქნეს ონის მერიის კულტურისა და განათლების სამსახურში (chagelishvili.m@gmail.com).
 ნაშრომებს შეაფასებს მერის ბრძანებით შექმნილი კომისია.
 გამარჯვებულთა გამოვლენა და დაჯილდოება შედგება 26 მაისს.
 გისურვებთ წარმატებებს!