სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

by magda

23.02.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
 ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბაჩანა მარკოიშვილი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფთან ერთად, 23 თებერვალს შეუბნის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში: ნიგვზნარა, ხურუთი, ჭალა, ლაჩთა, შეუბანსა და წოლაში იმყოფებოდა.
აღნიშნულ სოფლებში ჩატარდა საერთო კრებების სხდომები, მოსახლეობას გაეწია კონსულტაციები საპროექტო წინადადებების შერჩევასთან დაკავშირებით და განემარტა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციაზე სახელმძღვანელოს „ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით საპროექტო წინადადებების შერჩევა“ შესაბამისად.
სოფელ ნიგვზნარაში მოსახლეობამ პრიორიტეტად სანიაღვრე არხების მოწყობა დაასახელა.
სოფელ ხურუთში ადგილობრივებმა შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციას დაუჭირეს მხარი.
სოფელ ჭალაში მოსახლეობის მოთხოვნით სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია და გარე განათების მოწყობა დასახელდა.
სოფელ ლაჩთაში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციას დაუჭირეს მხარი.
სოფელ შეუბანში შიდა საუბნო გზების და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია დასახელდა.
სოფელ წოლაში მოსახლეობის მოთხოვნით გზის რეაბილიტაციას და სანიაღვრე არხების მოწყობას დაუჭირეს მხარი.
 2021 წლის 23 თებერვლის მონაცემებით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 6 ადმინისტრაციული ერთეულეულის 23 სოფელში ჩატარდა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები გრაფიკის მიხედვით ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში 10 მარტამდე გრძელდება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content