21 თებერვალს, ქალაქ ონში  საქართველოს პირველი დემოკრატიული კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლისთავი აღინიშნა

by magda

21.02.2021წ.

2021 წლის 21 თებერვალს, ქალაქ ონში  საქართველოს პირველი დემოკრატიული კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლისთავი აღინიშნა.
ონის გაბრიელ მთავარანგელოზის ეკლესიაში დეკანოზმა გიორგი კობერიძემ აღავლინა სდრ დამფუძნებელი კრების სამი ონელი დეპუტატის – სერგი ჯაფარიძის, პავლე ბერიშვილისა და კონსტანტინე ჯაფარიძის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი, რომლებიც ტრაგიკულად შეეწირენ 1937 წლის რეპრესიებს. პანაშვიდს ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, მერიის, ა(ა)იპ-ების თანამშრომლები და საკრებულოს წევრები, აგრეთვე ჯაფარიძეთა და ბერიშვილთა გვარის წარმომადგენლები.
მოგვიანებით, ონის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ყვავილებით შეამკეს პავლე ბერიშვილის მემორიალი.
ონის მუნიციპალიტეტის მერია კიდევ ერთხელ გილოცავთ პირველი დემოკრატიული კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს!

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content