განცხადება

03.12.2020წ.

მოსახლეობის საყურადღებოდ!!!
3 დეკემბრის დილის მდგომარეობით, ონის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა კორონავირუსის 5 ახალი დადასტურებული შემთხვევა – 3 სოფელ გლოლაში და 2 ქალაქ ონში.
მიმდინარეობს ეპიდკვლევა.
დღეის მონაცემებით, ონის მუნიციპალიტეტში დაფიქსირებულია Covid-19, 143 დადასტურებული შემთხვევა. მათგან 76 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა – 2, ბინაზე მკურნალობს – 63, ხოლო 2 – სტაციონარშია. თვითიზოლაციაში იმყოფება 135 მოქალაქე.
 მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ და ვთხოვთ!!! გაუფრთხილდით საკუთარ და გარშემომყოფების ჯანმრთელობას.
 მოერიდეთ თავშეყრის ადგილებში ყოფნას და დაიცავით 1,5-2 მ. დისტანცია.
 დაიცავით ხელების ჰიგიენა და ხველის ეტიკეტი
 გამოიყენეთ პირბადე როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში.
 საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე, დაუკავშირდით უბნის ექიმს ტელეფონით.
 კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ონის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს.
ნონა ბაკურაძე ტელ: 599 93 11 92