ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

04.09.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები სოფელ ნაკიეთსა და ფარავნეშში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე იმყოფებოდნენ და ადგილზე გაეცნენ წყალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების პროცესს.
1. სოფელი ნაკიეთი და ფარავნეში.
შემსრულებელი – შპს „გიორგი 2005“
ჯამური ღირებულება – 17 000 ლარი.
დაფინანსების წყარო – 10 000 სახელმწიფო ბიუჯეტი. 7 000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტი.

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები საქართველოში ახალი კორონავირუსული დაავადების (COVID-19) გავრცელებისას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით შემუშავებული, რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.