ევროპის ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზების ასოციაცია ჩვენს ქალაქში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტს აანონსებს

by magda

18.06.2020წ.

ევროპის ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზების ასოციაცია ჩვენს ქალაქში ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტს აანონსებს !

გთავაზობთ ანონსის ქართულენოვან თარგმანს:

ისრაელის სახლის მხარდაჭერით, ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტი საქართველოს ქალაქ ონსაც გაივლის

 ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტი ქალაქ ონსაც გაივლის, რომელიც დასავლეთ საქართველოში მდებარეობს. ონი ისტორიულ ქალაქს წარმოადგენს, სადაც ებრაელები საუკუნეთა მანძილზე, საბჭოთა კავშირის დაშლამდე ცხოვრობდნენ. ქალაქის ცენტრში აღმართულია საქართველოს სიდიდით მესამე სინაგოგა, რომელიც მე-19 საუკუნეში არის აგებული და კულტურის ძეგლის სტატუსი გააჩნია. ქალაქის ცენტრში ასევე მდებარეობს ებრაული კვარტალი, რომლის რეაბილიტაციაც საქართველოს სახელმწიფოს თანადგომით განხორციელდება.

ონის მერის, დავით ჩიკვაიძის თხოვნით, ქალაქის ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტში გათვალისწინების საქმეში ისრაელის სახლი ჩაერთვება და შედეგად, ონი გახდება მთელ საქართველოში ებრაული მარშრუტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება. ისრაელის სახლის ხელმძღვანელის, იციკ მოშეს განცხადებით, ახალი მარშრუტის პრეზენტაცია გაიმართება ქალაქ ონში, 2 სექტემბერს. იგეგმება სინაგოგის მშენებლობის 125 წლის იუბილეს აღნიშვნა და ასევე პირველად შედგება ევროპის ებრაული კულტურის დღეები ქალაქ ონში.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content