საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების გაცემა გრძელდება

by magda

31.03.2020წ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების გაცემა გრძელდება.

მიმდინარე წლის 31 მარტს საკვები პროდუქტები ქ.ონის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან შუქურა ჯაფარიძესთან და მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად გადასცა.

ონის საბავშვო ბაღიდან პროდუქციის გაცემა მომდევნო კვირაშიც გაგრძელდება და სკოლამდელი დაწესებულების ყველა აღსაზრდელს მოიცავს.
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სკოლამდელ დაწესებულებაში გამოცხადებული არდადეგების მიუხედავად,აღსაზრდელები კუთვნილ პროდუქტს ოჯახებში მიიღებენ.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content