16 დეკემბერს,ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ,მოადგილეებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულების და განყოფილებების ხელმძღვანელებთან

by magda

16.12.2019წ.

მიმდინარე წლის 16 დეკემბერს,ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ,მოადგილეებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულების და განყოფილებების ხელმძღვანელებთან.
შეხვედრის დასაწყისში მერმა თანამშრომლებს ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის, მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსი მირანდა მეტრეველი წარუდგინა.
სამსახურის უფროსებმა შეაჯამეს გასულ კვირას შესრულებული სამუშაოები და განიხილეს სამომავლოდ დაგეგმილი ინიციატივები, მერმა მოისმინა ინფორმაცია ქალაქში საახალწლო სამზადისთან და ზამთრის სეზონისთვის მზადებასთან დაკავშირებით.
ემზარ საბანაძემ ყურადღება გაამახვილა ასევე მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე, მისი დავალებით აღნიშნული პროექტები შესაბამისი სამსახურების მიერ ყოველდღიურ კონტროლზეა აყვანილი.

მერის განცხადებით განსაკუთრებული ყურადრებით და პასუხისმგებლობით უნდა გადაიხედოს თითოეული საკითხი, რომელიც წლის ბოლომდე შესაბამის რეაგირებას მოითხოვს,რათა შედეგიანად ჩატარებული მიმდინარე სამუშაო წელი, წარმატებულად დასრულდეს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content